ჰიპოთეზა:
საიდან მოდის სახელი "სვაროვსკი"- ბრწყინვალე თვალი.
დანიელ სვაროვსკი დაიბადა 1862 წელს ავსტრია-უნგრეთის ტერიტორიაზე, მთის სოფელ გეორგიენტალში-ცნობილი ბოჰემიური ბროლის სამშობლოში. კომპანია-"swarovski"თავისი ქვებისაგან ამზადებს ბიჟუტერიასა და ხელოვნურ ბრილიანტს, ქანდაკებებსა და მინიატურებს, ჭაღებს და სხვადასხვა საოჯახო აქსესუარებს.
ბოლო წლებში "swarovski"-ყოველდღიურად სხვადასხვა ფორმის 40 მილიონამდე ქვას ამზადებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში გამოიყენება სამკაულების, აქსესუქრების და სხვა ნივთების წარმოებისათვის. მცირე რაოდენობით კომპანია სამკაულებს თავადაც ქმნის. მხოლოდ ამ შემთხვევაშია პროდუქციაზე გამოსახული ორიგინალური ემბლემა-რგოლში ჩასმული გედი ან მხოლოდ გედი, რომელიც არის ელეგანტურობისა და ჰარმონიის სიმბოლო. "swarovski"-ს ნაკეთობების ემბლემა თავიდან იყო ყვავილი ედელვაისი, 1988 წელს ის შეიცვალა გედით.
მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ე ბ ა
კვლევის შედეგად მოძიებული მასალის საფუძველზე დავადგინეთ, რომ " swarovski"-მართლაც ბრწყინვალე თვალია. კომპანია "swarovski"-მ და კრისტიან დიორმა 1955 წელს დაამზადეს "ცისარტყელას ეფექტის"(ირიდისცენტრულობის) ფენომენის მატარებელი ცნობილი ქვა "პოლარული ნათება" Aurora Borealis. 1965 წელს კომპანიამ დაიწყო ბროლის წარმოება ჭაღებისათვის, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა სტრაზის (Strass) სახელით. 1995 წელს, როდესაც ამზადებდნენ 100 წლის იუბილეს, გადაწყვიტეს ეს აღენიშნათ განსაკუთრებული ფორმით-შეექმნათ მუზეუმი, სადაც ადამიანები იგრძნობდნენ ბროლის სილამაზეს. მართლაც, მათ ქარხნის გვერდით შექმნეს " სვაროვსკის ბროლის სამყარო"-მუზეუმი-მღვიმე, ეს არის ლაბირინთი რამდენიმე ოთახისაგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია ვიწრო გადასასვლელებით ან კიბეებით. ამ მუზეუმში ინახება ყველაზე დიდი-3000 კარატის- ბროლის თვალი. ამ დიდებული მუზეუმის გვერდით გადაშლილია ბაღი-ლაბირინთი, რომელსაც აქვს ხელის ფორმა.
სვაროვსკიმ შექმნა მანქანა,რომელმაც შესაძლებელი გახადა დაემუშავებინა ბროლის კრისტალები ისეთნაირად, რომ პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით ბრილიანტებისაგან. კრისტალების ბრწყინვალება არაფრით არ ჩამოუვარდება ძვირფასი ქვების ბრწყინვალებას. საქმე არა მხოლოდ მის განსაკუთრებულ დამუშავებასი იყო, არამედ ბროლის ხარშვის ტექნოლოგიაში, რომელიც აბსოლიტურ გამჭვირვალობას გვაძლევდა. ამ ტექნოლოგიის საიდუმლო დღემდე არ არის ცნობილი სვაროვსკის იმპერიის კონკურენტებისათვის.
უ ა რ ყ ო ფ ა
დასკვნა:
ყველა ის ფაქტი, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა მოძიებული და წარმოდგენილი მეტყველებს კომპანია "swarovski"-ს მიერ წარმოებული პროდუქციის თვითმყოფადობაზე საიუვილერო წარმოებაში, მის მაღალ ხარისხზე წარმოების ყველა სფეროში, იქნება ეს - საიუვილერო ნაწარმი, ბროლის ფიგურები, ძვირფასეულობა, ტანსაცმელი, ჭაღები თუ სხვა საოჯახო ნივთები.ფსიქოლოგები თვლიან, რომ ბიჟუტერია მკურნალობს, ახალი ბეჭდის, სამაჯურის ან საყურეების ყიდვა გვეხმარება სტრესის მოხსნაში და გვიმაღლებს განწყობილებას, დროებით გვანთავისუფლებს ყოველდღიური ფიქრებიდან, ეს კი უფრო სასარგებლოა, ვიდრე რვა საათის ძილი. 2007 წელს კომპანია -"swarovski"-იმ გააფორმა ხელშეკრულება გიგანტურ კომპანია "ფილიპსთან", რომ გამოუშვას სერიულად საყოფაცხოვრებო ელექტრო საქონელი- "აქტიური კრისტალები". ჩვენს დროში "სვაროვსკი"-ს კრისტალები გამოიყენება წამყვანი მოდის სახლების კოლექციებში, ეკრანისა და პოპ-სცენის ვარსკვლავების მორთულობაში.
ჩვენი აზრით სვაროვსკის დიდი დამსახურება და მიღწევაა ვატენსის მუზეუმი-"სვაროვსკის ბროლის სამყარო". მუზეუმის ყველაზე სასარგებლო ნაწილი კი- კრისტალების უზარმაზარი მიწისქვეშა მაღაზია.